მუხროვანის ამბოხი

დავით ზურაბიშვილი: პირადად მე, ეს კადრები არაფერს მეუბნება

"ორი გვამი მჭირდება" რას ნიშნავს, კონტექსტზეა დამოკიდებული. ალბათ, ლაპარაკია ლაფანყურის ამბავზე. მუხროვანის ამბოხი სხვა ამბავია. ეს არ არის მუხროვანის ამბოხი ნამდვილად. იქ არანაირი გვამი არ ყოფილა. არ ვიცი, რა იგულისხმებოდა, ასე რთულია, ამიტომ ასე წინასწარ... იცით რა, ბევრი კრიმინალი აქვს ჩადენილი ამ ხელისუფლებას და ამით მე ვერ ვიმსჯელებ. ფრთხილად ვიყოთ და ნუ ჩავეჭიდებით რაღაც ფრაზებს და ამაზე ნუ ავაგებთ რაღაცას, თორემ შეიძლება მერე აღმოჩნდეს პირიქით და აღმოჩნდეს, რომ არაფერი იმისთანა არ ყოფილა. ამიტომ, უნდა დადგინდეს რა... რამდენადაც ლიტერატურასთან ახლოს ვარ და შემიძლია აქვე შემოგთავაზო ათი ახსნა, როგორ შეიძლება ეს ეთქვა უდანაშაულო ადამიანს და შემიძლია აქვე შემოგთავაზო ათი ახსნა, როგორ შეიძლება ეს ეთქვა დამნაშავეს. ეს კადრები არაფერს არ ნიშნავს, მე პირადად ეს კადრები არაფერს არ მეუბნება.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა დავით ზურაბიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას, სადაც 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა პირველად აჩვენეს. კადრებში, რომელიც Youtube-ზე გუშინ აიტვირთა, სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული.

კომენტარები