სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: ქართულ რუკაზე თეთრი ღრუბელი არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად

მე სამწუხაროდ, ამის ნახვის საშუალება ტელევიზორში არ მქონია. ვნახე მხოლოდ Facebook-ზე. არ ვიცი, სხვა დროშები როგორ იყო და ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ასე რომ თუ მაჩვენებთ იმას, როგორ იყო სხვა ქვეყნების... ერთი რამ ვიცი, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა იყო ისე, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით. და ამაზე კომენტარიც ვნახე ჟურნალისტების, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად.

განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იმედის ეთერში, გადაცემა რეაქციაში. მან კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ სოჭში, ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული.

კომენტარები