ბენეტი: ცრუ პროპაგანდის წინაშე დუმილი, ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებს

ცრუ პროპაგანდის წინაშე დუმილი, ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებების ლეგიტიმაციას უწყობს ხელს. ისრაელის ქნესეთში, მე არ მივიღებ ისრაელის მოსახლეობის მორალზე ცრუ საუბარს, მით უმეტეს, გერმანულ ენაზე. 

ამის შესახებ ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. მან ქნესეთში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის სიტყვით გამოსვლას უპასუხა, სადაც შულცმა ისრაელი ღაზის სექტორის ბლოკადისთვის და პალესტინაზე მეტი წყლის გამოყენებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები