თამაზაშვილი: 17 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა იყოჩაღა

ესენი გამოუსწორებლები არიან, ჯერ ჰომოსექსუალებზე ააგორეს სკანდალი. რატომ უნდა ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში ჰომოსექსუალების აღლუმი? რატომ უნდა ჩაუტარონ აგიტაცია ჩვენს შვილებს?! კატასტროფაა. ქალი ქალთან რომ იყო, კაცი კაცთან, იმიტომ შთანთქა თავის დროზე მთელი ქალაქები. წადით და რაც გინდათ, გააკეთეთ, ჩვენ შვილებს ნუ გაგვითახსირებთ. კიდევ კარგი, მაშინ, 17 მაისს ირაკლიმ იყოჩაღა. შს მინისტრი იყო, ავტობუსები წინასწარ დააყენა, ისინი შეყარა და იქაურობას მოაცილა. სულში გვაფურთხებენ ამ მიტინგების ჩატარებით ქალაქში, სადაც ჩვენი წინაპრები ეწამნენ

ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში, ეს კომენტარი გააკეთა პოლიციის გენერალმა და ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე.

კომენტარები