ვითარება უკრაინაში

კალაძე: რუსეთი იდენტური სცენარით იწყებს იმას, რაც ორჯერ მოახერხა საქართველოში

რუსეთი ოდნავ განსხვავებული საბაბით და იდენტური სცენარით იწყებს იგივეს, რაც მოახერხა 1992–1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში და მეორედ, 2008 წელს არანაკლებ მტკივნეული და ტრაგიკული შედეგებით.

ეს სცენარი კვლავაც მეორდება და ამჯერად დარტყმის ქვეშ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო შეუწყნარებლობით და ადეკვატური მოქმედებით რუსული აგრესია აღკვეთილი იქნება.

წერს ვიცეპრემიერი კახა კალაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები