პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეზე: ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა

იმ პირობებში, რომელშიც დავიწყეთ მუშაობა, და იმ გეგმებში, რომელიც ამ მიმართულებით იყო დალაგებული, გარკვეული კორექტირება შევიდა. ჩემი სურვილი იყო, აქ ყოფილიყო უნივერსიტეტი და ეს პროექტი ვერ დაიძრა ჯერჯერობით. ჩემი სურვილი იყო, რომ ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ან ჩვენი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად, რის განხილვასაც არ ვაპირებ. ვმუშაობ აქ. ეს ყველაზე ინტენსიური მუშა რეჟიმია, როდესაც ველაპარაკები 30 ჟურნალისტს.

განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობის შესახებ.

კომენტარები