ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

მიროტაძე: საქართველოს პირველ მოქალაქესაც აქვს უფლება თქვას, რაც არ მოსწონს

თქვენი დაცვა გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება, ის იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და ჩვენ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. საქართველოს პირველ მოქალაქესაც, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებსაც და საზოგადოების თითოეულ წევრს უფლება აქვს თქვას, რაც არ მოსწონს. ამ ინტერვიუს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, როგორი იყო წინა პერიოდში გამოცდილება, მაგალითად, თანამდებობის პირებს თქვენი ბელადი როგორ სჯიდა და არ გაგახსენებთ, რადგან ამის ძალიან ბევრი ფორმა იყო, საფერფლეების სროლით დაწყებული და ფიზიკური ზეწოლით დამთავრებული. ეს ყველას კარგად გვახსოვს. თუ ჩემი ვინმეს არ სჯერა, მაშინ სხვა ჟურნალისტებს კითხეთ, რომლებიც უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელნი არიან.

ახლა მინდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რა თქვა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. მე გეთანხმებით, თვისობრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. დიახ, საქართველოს პირველი მოქალაქე, ყველაზე გავლენიანი ადამიანი არჩევანს აკეთებს ხალხს და ხელისუფლებას შორის, ხალხის სასარგებლოდ, ის მიდის ხალხის რიგებში და აკონტროლებს ხელისუფლებას. მე ვულოცავ ჩემს საზოგადოებას ამას.

მიმართა უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას.

კომენტარები