უგულავა: ფოტოების გავრცელების გამოძიების ნაცვლად, ექსპერტს აკავებენ

ფაქტია, რომ "ინსტრუქციის გარეშე შტეფსელში შეერთებულ" პროკურატურას უჭირს. სრულიად უკანონოდ უკვე ოთხი თვეა, ფაქტოვრივად, მძევლადაა აყვანილი ზურაბ ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი კობა ხარჩილაძე, ახლა ექსპერტ ლევან ჩაჩუას აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ ივანიშვილისთვის მიუღებელი სიმართლე თქვა. ამასობაში პროკურატურის საგამოძიებო მასალებიდან ფოტოები ჟონავს. იმის ნაცვლად, რომ ეს მარაზმი გამოეძიებინათ ექსპერტს აპატიმრებენ. ეს ფოტოები წელიწადნახევარია პროკურატურას ედო და ლევან ჩაჩუას მას შემდეგ აკავებენ, როცა ფოტოშოპით დამუშავებულმა ფოტოებმა გაჟონა. მინდა, მივმართო ამ მთავრობას! ხომ არ გაგიჟდით ბოლომდე! ასე სიმართლე არ იძიება! ასე საქმე არ კეთდება! ამით თქვენ არა ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას, გვაყენებთ ზარალს, არამედ იმ ხალხს ვისაც კითხვები აქვს ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით! ზურას ოჯახს და გულწრფელ, უანგარო მეგობრებს და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს! ვხედავ, რომ მალე და ცუდად დაამთავრებთ და სულ არ მიხარია, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანას ავნებს. მოდით გონს სანამ არაა გვიან!

კომენტარები