რომან გოცირიძე: საგადასახადო კოდექსს ანგრევენ

ახლახან ტელევიზიიდან დავბრუნდი. დაუბეგრავ მინიმუმზე (ფულის დაბრუნებაზე) ვსაუბრობდით ერთ ახალგაზრდა ეკონომისტთან ერთად. აი რა მაგალითი მოიყვანა სახელმწიფოს მოსატყუებლად: მუშაობ სადმე (ვთქვათ პატარა ფირმაში). გაქვს 1000 ლარი ხელფსი. მოდის უფროსი და გეუბნება, 500 ლარს გაგიფორმებ, დანარჩენ 500 ლარს სხვა ვინმეს- ძმას, დას, ბებიას, ბიძაშვილ- მამიდაშვილს... დამქირავებელი კმაყოფილი იქნება, არაფერს გადაიხდის ბიუჯეტში, დაზოგავს 200 ლარს თვეში, დაქირავებულიც მოგებაშია, წლის ბოლოს გადასახადს დაიბრუნებს, მოტყუებული კი დარჩება ბიუჯეტი. კიდევ რამდენ რამეს მოიფიქრებენ წარმოქმნილი საგადასახადო ხვრელიდან. მოკლედ, ანგრევენ საგადასახადო კოდექსს, რომლიდან ასეთი ხვრელების ამოსავსებად თვეები შევალიეთ თავის დროზე და გუდაურში დავუსვით ბოლო წერტილი ქალაქიდან სპეციალურად მოწყვეტილებმა.
p.s. კიდევ ხუთ მეთოდს გასწავლით გადასახადების დამალვის, თუ ჩვენს ცენტრს გადაურიცხავთ მიღებული ეკონომიის 30 პროცენტს

რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქზე ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი, დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებული განხილვის შესახებ წერს.

კომენტარები