ირაკლი ღარიბაშვილი: 2004 წელს ხმა მივეცი სააკაშვილს, ხმა მივეცი ცვლილებას

მნიშვნელოვანი არჩევანი გავაკეთე მაშინ, როცა საფრანგეთიდან საქართველოში დავბრუნდი. მაშინ მეც აღტაცებული ვიყავი, რევოლუცია ახალი მომხდარი იყო ნოემბერსი. ძალიან კარგად მახსოვს, რევოლუციის დროს პარიზში ვიყავი. მეგობრებს აქ ვურეკავდით და ვულოცავდით. ყველას გვიხაროდა, რომ ცვლილება მოდის. მითუმეტეს, ჩვენ საფრანგეთში ვიყავით და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნის ნახვა გვინდოდა აქ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გვიხაროდა. მე ძალიან განვიცდიდი იმ გაჭირვებას, რაც საქართველოში არსებობდა, იმ დაჭაობებულ და კორუმპირებულ სისტემას. ამიტომ, მე მიხაროდა, ის რაც ხდებობდა, სწორედ ამიტომ მე ხმა მივეცი მაშინ მიხეილ სააკაშვილს პარიზში. საელჩოში მივედი, მახსოვს, სტუდენტები დავირაზმეთ და ხმა მივეცით ცვლილებას.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში, შეხვედრები მწერალთა სახლში, განაცხადა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები