ფინანსთა სამინისტროს მენიუ

ხიდაშელი: ყოჩაღ ნოდარს, სწორი პასუხი გაგცათ ყველას

მენიუს გამოქვეყნება იმდენად სერიოზული და ადეკვატურია, რამდენადაც სერიოზული და ადეკვატურია ჟურნალისტების რეაქციები, როდესაც ნოდარ ხადურს უცხოელი სტუმრები ჰყავს სტუმრად, წერონ, რას სჭამენ და რამდენ ბოთლ ლიმონათს სვამენ. როდესაც აღნიშნული ინფორმაცია ვნახე დღეს, ძალიან გავხალისდი. ყოჩაღ ნოდარს. სწორი პასუხი გაგცათ ყველას, ვინც არასერიოზულად უდგება სახელმწიფო საქმეებს.

განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს. მან ფინანსთა სამინისტროს მიერ ოფიციალური მიღებების მენიუს გამოქვეყნება შეაფასა.

კომენტარები