ანთიმოზ ბიჩინაშვილი

არქიმანდრიტი ანთიმოზი: წესრიგის დამყარებაში ხანდახან უხეში ვარ

სამებაში სტიქაროსნების უფროსი ვარ. წესრიგის დამყარებაში ხანდახან უხეში ვარ. სხვანაირად არ გამოდის. იმ დაცვის ბიჭებს 5 წუთის მერე შეურიგდი. სამების მრევლს და სახელმწიფო დაცვას შენდობას გთხოვთ! ბრწყინვალე შვიდეულია, ქრისტე აღდგა! დიდება იესო ქრისტეს! ამინ.

წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აღდგომის ღამეს, სამებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. ბიჩინაშვილი ტაძრის დაცვის თანამშრომელს მიმართავს სიტყვებით - "ჩემი სახლია, ჩემი ტაძარია-მეთქი, ბიჭო და რომ გეუბნები, შემოუშვი".

კომენტარები