შტაინმაიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: რა იქნება 20 წელში, ვერ განვსაზღვრავთ

რაც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსს, მე ვფიქრობ, რომ ახლა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს უნდა ყველამ გაითვალისწინოს და გაიაზროს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი და არ უნდა დავივიწყოთ. ხოლო რა მოხდება 10, 15 თუ 20 წლის შემდეგ, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ასოცირების შეთანხმების გაფორმების წინა სტადიაზე, ხოლო რა მოხდება მომდევნო წლებში არა მხოლოდ ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში გადასაწყვეტი არის, არამედ მათ შორის საქართველოშიც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა. ის საფრანგეთის საგარეო მინისტრ ლორან ფაბიუსთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები