გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

ზაქარეიშვილი: იმდენად სწრაფად ვათავისუფლებთ გატაცებულებს, რომ თამამად მუშაობენ

ამ საკითხში ჭიპი მაქვს მოჭრილი. 20 წელია ვმუშაობ და ასეთი წარმატებული მოლაპარაკებები გათავისუფლებებზე, პრაქტიკულად არ მახსოვს არასდროს, რომ 4-5 დღეში ადამიანებს ათვისუფლებდნენ. ამას ორი მხარე აქვს. სამწუხაროა, რომ ადამიანებს აპატიმრებენ, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ იმდენად იოლად ხდება და ეფექტურად მათი გათავისუფლება, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი თამამად მუშაობს იმ რეგიონში, სადაც ადრე თავს იკავებდა.

განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საოკუპაციო ხაზთან გახშირებული გატაცებების კომენტირებისას.

კომენტარები