უელსის სამიტი

ალექსი პეტრიაშვილი: უელსში უეჭველი რაღაც კარგს გამოვაცხობთ

უელსში უეჭველი რაღაც კარგს გამოვაცხობთ!

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ნატოს გენ. მდივანმა უაღრესად წარმატებული უწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მადლიერება გამოხატა ჩვენი შეიარაღებული ძალებისადმი ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები აუცილებლად აისახება ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში ხელშესახები მნიშვნელოვანი პროგრესის დემონსტრირებით. მომდევნო სესიაზე იგივე დაადასტურეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ს გენერალმა ალენმა, აგრეთვე, ფრანგმა და ბრიტანელმა მაღალი რანგის დიპლომატებმა. საქართველოს თემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დღის პირველ ნახევარში გამართულ დისკუსიებში, რომელშიც თქვენმა მონა-მორჩილმაც მიიღო მონაწილეობა.

წერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები