ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა

წულუკიანი: ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის ფიზიკური სიახლოვე არის ცოდვა

ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ეს ზედმეტი აჟიოტაჟი ზედმეტად ანერვიულებს კათოლიკოს პატრიარქს - ეს აჟიოტაჟი ანერვიულებს და არა კანონი. ერთი რამ უნდა გავითავისოთ, ეკლესია არის სახელმწიფოსგან ცალკე, სახელმწიფო არის ეკლესიისგან ცალკე.... რატომ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საპატრიარქომ ეს კანონპროექტი მოიწონოს?! საპატრიარქომ ეს კანონპროექტი არ უნდა მოიწონოს იმიტომ, რომ მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, რომელსაც ცოდვის ნაწილში რომელიმე მორწმუნე შეიძლება არ იზიარებდეს, მათ შორის მეც, რომ კი, ეს ასეა. ერთსქესიანთა ქორწინება და ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის ფიზიკური სიახლოვე არის დიდი ცოდვა. ამას ყველა ვიზიარებთ, რანაირად შეიძლება, სხვანაირად ვფიქრობდე, როცა ერთი რწმენის ვართ... მაგრამ ამ კანონს არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. ზოგიერთს დავალებული აქვს ილაპარაკოს, რომ ამ კანონში ეს წერია, მაგრამ ამ კანონში ეს არასდროს ეწერა და ჩვენი ხელისუფლება არ ემხრობა ერთსქესიანთა ქორწინებას... ეს კანონი არ აკანონებს ცოდვას, იმიტომ, რომ ცოდვაა, ის რაც ვთქვი და არ მინდა გავიმეორო ამ ცოდვის სახელი.. ვაცხადებ სრული და თუ გინდა დაარქვით "მორწმუნე პასუხისმგებლობით" - ესაა ერთ-ერთი რიგითი და ყველაზე ქრისტიანული კანონი, რადგან ის ამბობს მარტივ რამეს - "არ დაჩაგრო". სიძულვილი არის სირცხვილი და სიძულვილი არ არის ნაქადაგები - ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება სიძულვილს არ ქადაგებს, პირიქით, ქადაგებს სიყვარულს და ღმერთი არის სიყვარული.

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა რეაქციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით.

კომენტარები