საქართველო-უკრაინა

გია ნოდია: მთავრობის რეაქციები არასრულფასოვნების კომპლექსს მოწმობს

ახალი მთავრობის ისტერიკა იმის გამო, რომ უკრაინელებს უნდათ წინა მთავრობის წევრები კონსულტანტებად, ძალიან სამარცხვინოა. გასაგებია, რომ არ გსიამოვნებს შენი ოპონენტების საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ობიექტურად ეს შენი ქვეყნის აღიარებაა, ასე რომ, ღირსების გრძნობა შეინარჩუნე და გაჩუმდი მაინც.
ეს რეაქციები მოწმობს არა მხოლოდ არაკომპეტენტურობას დიპლომატიურ საკითხებში, არამედ არასრულფასოვნების კომპლექსს: „ქოცები" გრძნობენ „ნაციონალების" ინტელექტუალურ უპირატესობას და ამის გამო ეშინიათ მათი („ვაიმე ისევ ესენი არ დაბრუნდნენ"). ცოტა ძნელად წარმოუდგენიათ, რომ ამ მთავრობის მინისტრები ვინმემ სადმე მიიწვიოს მრჩევლად. ეს კომპლექსი რომ არა, გაუგებარი იქნებოდა მათი რეაქცია.

გია ნოდია Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩევლები გახდნენ.

კომენტარები