ვასაძე: ანტიდისკრიმინაციული კანონი აფხაზეთის დაკარგვაზე დიდი ტრაგედიაა

ეს კანონი, რომელიც მიიღეს, თუ ამუშავდა ჩემთვის ის არის აფხაზეთის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია. როდესაც თქვენი შვილი წამოიზრდება, თუ რომელიმე ადამიანი ამ კანონის მიხედვით ჩათვლის, რომ მან მისი დისკრიმინაცია მოახდინა იმიტომ, რომ მაგალითად, არასწორად შეხედა, ან არ მიიღო სამსახურში, თქვენი შვილი ამის გამო ციხეში მოხვდება. ჩვენ არ ვართ ადამიანის უფლებებზე გაზრდილი ხალხი. მე როცა ვიზრდებოდი, დედაჩემი და მამაჩემი არ მატარებდნენ ხელით და არ მეუბნებოდნენ, ლევან შენ ამის უფლება გაქვს. მე ისინი მეუბნებოდნენ, ლევან შენ ამის უფლება არ გაქვს და მე გავიზარდე თქვენს ენაზე რომ ვთქვა უფლებაშელახული, მე გავიზარდე ვალდებულებებში

განაცხადა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ

კომენტარები