ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ზურაბ ჯაფარიძის რჩევა პრემიერს

მაჟორიტარების საერთო რაოდენობის პროცენტიდან ფესვს თუ ამოიღებ, მერე წარმოებულს გამოიყვან და 5-ს გამოაკლებ, საერთოდ მინუს რეიტინგი გამოგვივა. შემდეგი მთავრობის სხდომა ამით დაიწყეთ.

მიმართავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების 6.1%-ის გაყვანა შეძლო და "ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%".

კომენტარები