მამა ანთიმოზი

მამა ანთიმოზი: ეპისკოპოს ლანძღავენ, ჯიპზე ზისო. ეს რა მდაბიო აზროვნებაა?

ასეთი გაგებაა საზოგადოებაში, თითქოს სასულიერო პირები გარიყულები არიან და ცალკე არსებობენ. სალაპარაკო ხდება ის, რომ როგორ შეიძლება სასულიერო პირი მანქანაში იჯდეს? როგორ შეიძლება, სტადიონზე იყოს და ფეხბურთს უყურებდეს? რესტორანში შევიდეს და ისადილოს? უკვირთ ყველაფერი. იტალიაში პადრე ასე იქცევა, მაგრამ არავის არ უკვირს, რადგან ეს ჩვეულებრივად მიღებულია. სასულიერო პირი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრია. აქ კი რა ხდება? დაინახავენ ეპისკოპოსის მანქანას, გადაუღებენ სურათს, გაავრცელებენ და ლანძღავს მთელი საზოგადოება, ნახეთ ჯიპზე ზისო. ეს რა მდაბიო აზროვნებაა? ნებისმიერი კარდინალი, გინდა ვენეციაში, გინდა პალერმოში, „კრაისლერით“ რომ გაივლის, მოწიწებით ხვდება საზოგადოება. რომელი იტალიელი იტყვის, ნახეთ, ეს კადრინალი რა მანქანით დადისო. ვინ დაუწყებს მას გინებას. ვის აქვს უფლება სასულიერო პირების განკითხვის? იქნებ ის ჯიპი, რომლითაც ეპისკოპოსი დადის, 10-12 წლისაა? 17-18 წლის გოგოები ისეთ მანქანებით დადიან, რომ არავინ ხმას არ იღებს ამაზე. საზოგადოებაზე კომუნისტურმა აზროვნებამ ძალიან იმუშავა, დღემდე ასეა. ხალხს უნდა, რომ ხორცმა მართოს სული და ასე არ შეიძლება.

აცხადებს სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი მამა ანთიმოზი ალიასთან ინტერვიუში.

კომენტარები