ნარკოტიკული საშუალებები

ჭიკაიძე: გერაინის თანხებით ხდებოდა თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება

2014 წლის 14 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფინანსთა სამინისტროს გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ამოღებულ იქნა 2 ტონა და 790 კგ თხევადი ნარკოტიკული საშუალება, გერაინი, რომელიც ევროპის... დავინტერესდი, მოვიკვლიე, ევროპაში არ ამოღებულა იქით... ეს არის ავღანური წარმოშობის ნარკოტიკი, რომელიც მიეკუთვნებოდა თალიბანს, ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდევ ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება.

განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები