ჭიკაიძე: პასუხისმგებლობით ვამბობ, კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში

რაც შეეხება კრიმინოგენული ვითარების გამწვავებას, აგერ პატარა ციფრები მაქვს წამოღებული, მარტივ ციფრებს მოგახსენებთ. 2011 წელს იყო 108 მკვლელობა, აქედან ტელევიზიის, მასმედიის საშუალებით - 74 გაშუქდა. 2013 წელს იყო 52 მკვლელობა და მასმედიის საშუალებით 50 გაშუქდა. აქაა განსხვავება კრიმინალში, მეტი არაფერი, რა. რა თქმა უნდა, საყოველთაო ამნისტიის შემდეგ რაღაც პრობლემები იყო, კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ ახლა სრული პასუხისმგებლობით მინდა მოგახსენოთ, რომ კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში. დანაშაულის კლება არის, მშვენიერი ვითარება არის, უბრალოდ, ეს მასმედია დღესდღეისობით... ჩვენი სამინისტრო არ არის დახურული და ჩაკეტილი, ყველაფერს ვაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს. ეს გამოდის საზოგადოებისთვის. ეს არის გარკვეული ძალების მცდელობა განწყობა შექმნან საზოგადოებაში, თითქოს კრიმინალმა მოიმატა და რაღაც ხდება. სათითაო ციფრებია აქ და სათითაო ციფრზე პასუხისმგებელი ვარ ჩემი თავით

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ანი მიროტაძის შეკითხვას პასუხობს.

კომენტარები