ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა

ბერძენიშვილი: მეგობარმა მითხრა კიწმარიშვილის საქმე აშშ-ის გაკეთებულიაო

მყავს მეგობარი, რომელმაც ყველაფერი იცის. ახლაც მეუბნება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე აშშ-ის გაკეთებულიაო, მაგრამ... თუ ეს შეკვეთილი მკვლელობაა, ამ დონის „ქილერი" საქართველოს არ ჰყავს, ან უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელი ჩამოვიდა, ეროსი კიწმარიშვილს ისე დაუმეგობრდა, მანქანაში ჩაუჯდა და მოკლა. თეორიებით ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სპეცსამსახურს იმიტომ ჰქვია სპესამსახური, რომ მისი ხელი საქმეში, როგორც წესი, არ ჩანს. ვფიქრობ, გამოძიებას უნდა დაველოდოთ

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის შესახებ გაზეთ ვერსიასთან ინტერვიუში.

კომენტარები