მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბერძენიშვილი: უნგრეთის პრემიერს და სააკაშვილს ბევრ რამეში ერთად ედებათ ბრალი

მიხეილ სააკაშვილი ახლა, ცოტა არ იყოს, ბრალდებული კაცის პირობაზე ადეკვატურად არ იქცევა. რაც შეხება თავშესაფარს, დიახ, მას დასჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ტყუილად და შემთხვევით არ იმყოფება უნგრეთში. პირველივე დღეს, როდესაც ბრალდება ითქვა, მე ვთქვი, ვიცი, სადაც იქნება-მეთქი სააკაშვილი. ვიცოდით, რომ იქ იქნებოდა, სადაც ზურაბ ადეიშვილს მისცეს თავშესაფარი. გარანტირებული მეგობარი ჰყავს ვიქტორ ორბანის სახით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ანუ მისი პირადი მეგობარი. ძალიან ბევრი რამ აქვთ ერთად გაკეთებული და ძალიან ბევრ რამეში ერთად ედებათ ბრალი.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები