ხიდაშელი: სააკაშვილის მიერ ივანიშვილის ხსენება მსიამოვნებს

აი, ივანიშვილს რომ ახსენებს ხოლმე, რაღაცნაირად მებრალება. რამდენი ტკივილია მისთვის ამ გვარის ხსენებაში, ამ ადამიანის წარმოდგენაში. კაცმა სამეფო ტახტი წაართვა, სრა-სასახლიდან გამოაძევა, ოცნებები დაუმსხვრია. არადა, როგორ მსიამოვნებს მის მიერ ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. მისი ტანჯვის, უბედურების, მარცხით გამოწვეული ტრაგედიის ყველაზე კარგი დასტურია. ყველაზე სასაიმოვნო მომენტი. იტყვის ივანიშვილი და ხვდები, რომ კიდევ ერთელ გააცნობიერა, რაც დაემართა, კიდევ იტყვის და კიდევ, და კიდევ, და ასე. ჩემი აზრით მისთის საუკეთესო სასჯელი სწორედ ეს არის. მგონი, პირველად არის ადეკვატური. განერვიულებული რომ არის, სიძულვილს და ზიზღს რომ ანთხევს, არ არის მისგან გასაკვირი. გასაკვირი ის არის, რომ ყველა გაკვირვებულია

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის შესახებ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები