ერმაკოვი:როდესაც პატრიარქმა არჩევნებში გამარჯვება მომილოცა უნებლიეთ ჩავიმუხლე

გამახსენდა ის დაუვიწყარი დღე, როდესაც გერმანიაში მყოფმა ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ, სატელეფონო ზარით მომილოცა არჩევნებში გამარჯვება და დამლოცა. იმ დროს აჭარის რადიოში ვიყავი ჩაწერაზე. როდესაც პატრიარქის ხმა გავიგონე, უნებლიეთ, ჯერ ერთი მუხლით, მერე კი ორივეთი ჩავიმუხლე. რადიოს ხელმძღვანელი გაოცებული თვალებით შემომყურებდა და ვერ გაეგო, რა ხდებოდა. როდესაც ვუთხარი, თუ ვის ვესაუბრებოდი, უკვე ის აღმოჩნდა გაოგნებულ მდგომარეობაში.

ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ”თავისუფლების დღიურებში” განაცხადა. http://www.tavisupleba.org/content/giorgi-ermakov-liberty-diaries/26535044.html

კომენტარები