ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: მე და გიგი წყალს მთელი ზაფხულია ყოველდღე ვისხამთ

სიამოვნებით შევუერთდები საქველმოქმედო აქციას და ჩემი ოჯახი აუცილებლად გადარიცხავს შესაბამის თანხას ამიოტროპიული ლატერალური სკლეროზის გამოკვლევებისთვის. რაც შეეხება ცივი წყლის გადასხმას, თითქმის მთელის ზაფხულია, მე და გიგი ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენს საკნებში, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 45 გრადუსი არის, თუმცა აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა თუ რამხელა სიკეთეს ჩავდიოდით ამ საქციელით. შესაბამისი კადრები შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან (არ დაგავიწყდეთ, რომ კადრები ყოველ 24 საათში იშლება).

წერს ვანო მერაბიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.

კომენტარები