საქართველოს მოქალაქეობა

თარგამაძე: მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა?

გიორგი მარგველაშვილი ვინც იყო და რაც იყო, ყველაზე უკეთ მე ვიცი, მაგრამ თუ ასე სწრაფად და სახალხოდ მოახდენდა თავის ლუსტრაციას, არ მეგონა. მარგველაშვილი თავიდან ბოლომდე ასრულებს ნაციონალური მოძრაობის დავალებებს და მან დაარღვია სამართლებრივი, პრინციპული და კაცური ნორმები. არცერთ ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნებისმიერ გადამთიელს - თურქს, ირანელს... ყველას მისცეს საქართველოს მოქალაქეობა და მარგველაშვილმა მე მითხრა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი? უფრო მეტიც, ვინც ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის კავალერია, საქართველოს გმირად ითვლება და მარგველაშვილმა მე რატომ გამრიყა? აქვე ერთი რამ უნდა ვთქვა მთელი საქართველოს გასაგონად - გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა? მარგველაშვილს პირადად საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ისე ძალიან კარგად ვიცი, რომ არის ბოკერიასა და მისი დაჯგუფების ძმაკაცი, ეგენი არიან ერთი იდეოლოგიის ადამიანები, რომლებმაც დააქციეს და დაღუპეს ქვეყანა.

აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ასავალ-დასავალთან ინტერვიუში. ცნობისთვის, მას საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი უთხრა.

კომენტარები