ომი უკრაინაში

პეტრიაშვილი: აგრესორს თუ არ უპასუხებენ დღეს, მიიღებენ აგრესიას სახლში ხვალ

უმძიმესი მდგომარეობაა! ვგმობ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვუწოდებ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად! კერძოდ, გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი! აგრესორს თუ არ უპასუხებენ დღეს, მიიღებენ აგრესიას სახლში ხვალ! არ ყოფნის ამას შეშფოთება და აღშფოთება მხოლოდ! ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი!

ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხმაურება.

კომენტარები