ალექსანდრე ჭიკაიძე

ჭიკაიძე: მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ

მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ. თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განთარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა.

შს მინისტრის განცხადებით, "გარკვეული პოლიტიკური ძალები" მისი და შსს-ს თანამშრომლების განეიტრალებას ცდილობენ. როგორც ჭიკაიძემ ალიასთან საუბარში თქვა, "ამის მტკიცებულებები და ფაქტები" აქვს.

კომენტარები