ბოკერია: ჭიკაიძე განასახიერებს იმას, რაც არის ქვეყანაში შესაცვლელი

ჭიკაიძის განცხადება იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკურ აქტიურობას იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ და მან ჩამოთვალა აბსოლუტურად კონსტიტუციური ნაბიჯები და მინდა სრულიად შეგნებულად „აღიარებითი ჩვენება“ მივცე. მართლაც ამას და ამაზე ბევრად მეტს ვაპირებთ, ოღონდ ყველაფერს კონსტიტუციის ფარგლებში და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ეს ბრძენი კაცი, ჭიკაიძე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, განასახიერებს სწორედ იმას, რაც არის შესაცვლელი.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაზე პასუხად განაცხადა. მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას.

კომენტარები