ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ღარიბაშვილს საქმისადმი აქვს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე

ჩემი აზრით, დღეს მთავარია საქმისადმი დამოკიდებულება. დღევანდელ პრემიერს საქმისადმი აქვს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე. ამასვე ვიტყოდი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა თუ ზოგადად გუნდზე. საქართველო უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა და და ადამიანის უფლებები წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. თუ რომელიმე მინისტრი ვერ მოახერხებს ამ ფორმატში მუშაობას, მას შესაბამისად მოექცევიან. პრემიერ ღარიბაშვილის დამოკიდებულება იგივეა, გადაცდომა არავის ეპატიება და ძველი უბედურება არ დაბრუნდება. ხელისუფლება ბიზნესში არ ჩაერევა, კანონის დაცვა უპირველეს ყოვლისა, პრემიერს და მინისტრებს მოეთხოვებათ და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მთავარია, ეს დამოკიდებულება არ შეიცვალოს, რაც ყველამ კარგად უნდა გაითავისოს.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები