ივანიშვილი: მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ

ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, როდესაც სხვას აკრიტიკებენ. უნდათ, შს მინისტრი, პრემიერი თუ სხვები იდეალურები იყვნენ, არადა ადამიანი იდეალური ვერ იქნება, ყველას აქვს თავისი შეცდომები და მინუსები. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება? მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ, რას ერჩით? ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა, ყველაფერი უკუღმა დახატოს. 

აცხადებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები