ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო

ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, რადგან დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. მათი პრობლემა გახდა საქართველო. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა, ამ [უკრაინის] ომში ჩართული საქართველო გვეხილა... მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალანსებული პოზიცია გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან და, მათ შორის, დაჩაგრულ უკრაინასთან, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც შარვლიდან და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ. ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები