ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ყველას უყვარს მარგველაშვილი, მაგრამ მთელი გუნდი დაბნეულია

ყველანი დაბნეულები არიან და ძალიან დელიკატურად იქცევიან. დაბნეულია მთელი გუნდი, რადგან გუნდის წევრი იყო ეს კაცი, გუნდმა იზრუნა მის გაპრეზიდენტებაზე, დღეს კი მარგველაშვილს არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს. ის ვერ აკრიტიკებს მთავრობასა და პარლამენტს, წუნს ვერ ხედავს. არავინ მინახავს მისგან დასაბუთებულად გაკრიტიკებული, მაგრამ ეს სურვილი კი აქვს. ღარიბაშვილმა არ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცეს, გუნდშიც იგივე განწყობაა. ყველას უყვარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ვიმეორებ, გუნდი დაბნეულია - ვგულისხმობ პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდსაც. მისი გუნდის წევრთა უმრავლესობა ვერ ახერხებს, პრეზიდენტს სწორი რჩევა მისცეს, რადგან მის განწყობას კითხულობენ და თან სკამებს უფრთხილდებიან... მე არ ვიცნობდი [ლაშა] აბაშიძეს, თუმცა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველაზე მეტად მას აქებდა და რატომღაც ეს კაცი გუნდიდან წავიდა. მის გუნდში, მე მგონი, ყველაფერი მარგველაშვილის ხასიათზეა მორგებული.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები