ბარბარე რაფალიანცის საქმე

სუბარი: გირგვლიანის საქმე სუფთად პოლიტიკური იყო, რაფალიანცის - საგამოძიებოა

როდესაც ხდება საქმის გაყალბება პირველ ეტაპზე, მერე იმ მტკიცებულებების თავიდან მოგროვება ხდება პრაქტიკულად შეუძლებელი ზოგ შემთხვევებში ან ძალიან ძნელი. პარლამენტს მითუმეტეს არ გააჩნია ის საგამოძიებო ინსტრუმენტები, რომლითაც შეიძლება მან საქმე გამოიძიოს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლებელი იყო აი, სუფთა პოლიტიკურ შემთხვევებში, მაგალითად, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე. იმიტომ, რომ ეს არის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ნიშანი ხელისუფლების ქმედებებში იყო აშკარა. დღეს ეს [ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე] არის სუფთა საგამოძიებო საქმე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში.

განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. პარლამენტი კომისიის შექმნის საკითხს კენჭს დღეს უყრის.

კომენტარები