წულუკიანი: ბევრი საქმე გვაქვს გაკეთებული, მოსახლეობამ ერთი მესამედიც არ იცის

ჩვენი მთავრობა აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს და არ აქვს იმის უნარი ეს მიაწოდოს საზოგადოებას. ეს არის დიდი ხარვეზი და შეცდომაც. ჩვენ ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და მოსახლეობამ ერთი მესამედიც კი არ იცის. ეს არის ალბათ კომუნიკაციაში ჩვენი ხარვეზები. თუმცა ეს იმასთანაც არის დაკავშირებული, რაც ჩვენი მთავრობის სტილია და რასაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

ეს მოსაზრება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გამოთქვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები