ინტერვიუ პრეზიდენტთან

ჯაფარიძე: თუ ივანიშვილი მოლბება პრეზიდენტის მიმართ, მოლბება მთელი მთავრობაც

ერთადერთი, რაც გაანაპირობებს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ურთიერთობას, არის ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი. იმის გამო, რომ ივანიშვილს აქვს ცუდი დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტთან და ეს არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მარგველაშვილმა არ დაუჯერა მას და შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. ამის გამო, მთელი უმრავლესობა პარლამენტში ისევე როგორც მთელი მთავრობა, არის დარაზმული საქართველოს პრეზიდენტის წინაღმდეგ. თუ ივანიშვილი „მოლბება“ პრეზიდენტის მიმართ, მოლბება მთელი მთავრობაც. კი არა მოლბებიან, დაუმეგობრდებიან კიდევაც ხელახლა მარგველაშვილს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის Forbes Georgia-სთან ინტერვიუ შეაფასა. მარგველაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელთან დაპირისპირების პიკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს უკავშირდება ხოლმე.

კომენტარები