მძევლად ჩაგდება

პროკურორი გიორხელიძის გატაცებაზე: ბავშვი მათ მიერვე მოტანილ დიდ ჩანთაში ჩასვეს

ჯემალ შონიამ, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული სპეციალური ნიშანი, თითქოს იყო თანამშრომელი გათბობიდან მოსული, მოატყუა ბავშვი, შევიდა სახლში, შესვლის შემდგომ, კეფაზე მას დაადო ცეცხლსასროლი იარაღი, მოსთხოვა დაჩოქილიყო, გაუკეთა ხელბორკილი. ამის შემდეგ, მასთან ბინაში შეიყვანა დანარჩენი ორი ბრალდებული - ქალდანი და ღვაჩლიანი. მათ მიერ მოტანილ დიდ ჩანთაში ჩასვეს, რომ ჩანთით გაეყვანათ საცხოვრებელი ბინიდან. რადგან ჩანთა გაიხა, იმიტომ რომ ბავშვი მოცულობითი იყო და წონას ვერ გაუძლო იმ მოტანილმა ჩანთამ, ამის შემდეგ ისევ გაუხსნეს ხელ-ფეხი, ჩაიყვანეს ქვევით იარაღის მუქარით, ჩასვეს მისივე ავტომანქანაში და გოთუას ქუჩიდან შემდეგ წაიყვანეს აგარაკზე, ჰყავდათ გამომწყვდეული, საწოლში ჯაჭვებით დაბმული.

განაცხადა პროკურორმა თენგიზ ხარებავამ 19 წლის იოსებ გიორხელიძის მძევლად ჩაგდების საქმეზე.

კომენტარები