საერთო სამხედრო დაჯგუფება

პრემიერი: შეთანხმება ეწინააღმდეგება აფხაზი ერის ბრძოლას თვითგამორკვევისთვის

მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების ბედი, როგორც ამაყი ერის, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მეც პირადად ყველაფერს გავაკეთებდი და მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რომ შენარჩუნდეს აფხაზი ერის, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერის და ჩვენი მოძმე ერის თვითმყოფადობა. თუ ეს ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ეს, რა თქმა უნდა, იქნება პირველ რიგში დამაზიანებელი და საფრთხის შემცველი, საფრთხის მომტანი, აფხაზებისთვის, როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის... მეორე მხრივ, მე არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მთლიანად და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემთვის გაუგებარი და ამოუხსნელია მათი ეს მისწრაფება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე.

კომენტარები