საერთო სამხედრო დაჯგუფება

ლომაია: ეს ყველაფერი ოკუპაცია კი არა, "თვითგამორკვევისთვის ბრძოლა" იყო?

ესე იგი, მეგობრებო, 1989 წლის ივნისი, 1993 წლის სექტემბერი, 1996 წლის მაისი, 2008 წლის აგვისტო და თითოეული დღე მათ შორის და მათ შემდეგ - ეთნოწმენდა, აგრესია და ოკუპაცია კი არ ყოფილა, არამედ "ბრძოლა თვითგამორკვევისთვის"? გულწრფელად ვთხოვ ყველას, ვინც ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს და "შუაშისტებს", გთხოვთ გამოთქვით თქვენი აზრი, ეს ღალატი თუ არ არის, რა არის?

 

გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსანდრე (კახა) ლომაია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს Facebook-ით გამოეხმაურა. პრემიერმა თქვა, რომ რუსეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "ეწინააღმდეგება აფხაზი ერის 25-წლიან ბრძოლა თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობისთვის".

კომენტარები