პირდაპირ კავშირს ქალთა მიმართ ძალადობასა და ამნისტიას შორის ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ თავისთავად ამნისტია ეს არის ჰუმანური აქტი და ის რაც ხდება ქვეყანაში არის უბრალოდ ძალადობის ძალიან მაღალი გამოვლინება. ჩვენთვის პრობლემა ახლა არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება განაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებს ძალადობას. ჩვენ გაცლებით მეტ პატივს ვცემთ ძალადობას და არა ურთიერთსიყვარულს, ურთიერთმიტევებას და ა.შ. მე ვფიქრობ ეს ამის [გახშირებული ძალადობის] მიზეზი უფროა, ვიდრე ინდივიდუალური შემთხვევები ამნისტირებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების. ეს ადამიანები ხვალ მაინც მოიხდიდნენ სასჯელს და დაუბრუნდებოდნენ საზოგადოებას. ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ სიძულვილისაკენ და ვრიყავთ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ თუ ერთი, ორი და სამი ადამიანი იმეორებს დანაშაულს, სხვები ხომ არ სჩადიან დანაშაულს? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები [ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის] ამ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ასევე არ მსურს ქალთა მიმართ ძალადობაზე სტატისტიკებით ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ ქალი ჩემთვის არ არის სტატისტიკა. ერთი შემთხვევაც საკმარისია იმისათვის, რომ განგაში ავტეხოთ, მაგრამ სამწუხაროდ ყველანაირ ზღვარს გადასცდა ეს ყველაფერი.
tbl.ge/3tx
დაკოპირდა
განაცხადა თამარ კორძაიამ გადაცემა თეორემაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის შესახებ
ამავე თემაზე
- UNWOMEN: საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია
- კალაძე ძალადობის მსხვერპლ ქალებს: იბრძოლეთ, თქვენ გვერდით არის სახელმწიფო და საზოგადოება
- ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- გახარია: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალთა საქმე
- ხაშურში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა - დაზიანებები აქვს გულზე, ფილტვზე, ღვიძლზე