სააკაშვილი: ვინც დიდ საქმეს აკეთებს, დიდ შეცდომებს უშვებს

მე ხშირად მომისმენია, ეს რა დღეში ჩაგვაგდე მიშა, ეს ვის ხელში ჩაგვაგდე. მე ვფიქრობ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. მე ძალიან დიდი წილი მაქვს პასუხისმგებლობის. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, ერთი მხრივ იყო მცდელობა, რომ ოპოზიცია გაგვენეიტრალებინა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს იყო ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ მუშაობდა სხვა ინტერესებზე და ამ შემთხვევაშიც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ბევრად დელიკატურები. და მეორე მხრივ... მთავრობაში დიდხანს ყოფნამ იცის გაცვეთა, ბევრი შეცდომების დაშვება, მაგრამ ვინც დიდ საქმეს აკეთებს, ის უშვებს დიდ შეცდომებს. თუ ტვინი აქვს ადამიანს, ეს გადაიზრდება დიდ გაკვეთილებში. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც შეცდომების აღიარების, არც გაკვეთილების სწავლის და არც მომავალში გაბედული ნაბიჯების გადადგმის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ს ეთერში მისი ხელისუფლების შეცდომების შესახებ

კომენტარები