ადა მარშანია

მარშანია: ნაციონალური მოძრაობა ერევანში მაიდანის მოწყობას აპირებს

ჩემი ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას  დავალებული აქვს ერევანში ე.წ. მაიდნის მოწყობა. სააკაშვილმა უკრაინიდან ბაქოში გადაინაცვლა და იქედან ცდილობს ერევანში  სიტუაციის არევას. ყველაზე საგანგაშო  კი ხელისუფლების რეაქცია გახლავთ. როდესაც სომხეთი სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა საქართველოს ხელისუფლებას  შესჩივლა - საგანგაშო ინფორმაციებია სააკაშვილის ქმედებებთან დაკავშირებითო, ხელისუფლებამ  უპასუხა – ჩვენ ვერაფერს ვუშველით ამ სიტუაციას, უძლურნი ვართო, როგორც ჩანს, აკრძალული აქვთ, ნაციონალური მოძრაობის აღვირახსნილ ქმედებებს სათანადო პასუხი გასცენ... დროა, მათ პარპაშს ბოლო მოუღონ! ნაციონალური მოძრაობა როგორც  პოლიტიკური მოძრაობა უნდა აიკრძალოს და გასამართლდეს! დიახ, ნაციონალების გასამართლებას ერი ელოდებოდა! უნდა დააპატიმრონ ლიდერები. მითუმეტეს, რომ ზღვა მასალაა მათი  დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ვგულისხმობ ბოკერიას, მაჭავარიანს, ბარამიძეს და ა.შ. გიორგი ბარამიძე ვიცე-სპიკერად რომ გვიზის დღე პარლამენტში, ეს ქართველი ხალხის დაცინვაა! კი, ბატონო, ახალი ხელისუფლება ჯოხებს არ გვირტაყვს, მაგრამ არც საქმეს აკეთებს. ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვის თავზე ერთ-ერთ მინისტრს ვკითხე – არ აპირებთ პარლამენტის გადარჩევას, სირცხვილი არის ბარამიძეები  და მაჭავარიანები,  რომ გიზით პარლამენტში-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? ადა, საერთოდ რა არის მორალი და სამართალიო? ამ სიტყვების  შემდეგ მასთან საუბრის გაგრძელების სურვილი აღარ მქონია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია ასავალ-დასავალთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის აღვირახსნილი ქმედებების აღკვეთა აკრძალული აქვს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ერევანში ე.წ. მაიდნის მოწყობას აპირებს და დროა ის როგორც პოლიტიკური მოძრაობა აიკრძალოს და გასამართლდეს.

კომენტარები