კოალიცია ქართული ოცნება

უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია იქნება ბოლო, ვინც კოალიციას დატოვებს

რესპუბლიკური პარტიის პოზიცია რჩება უცვლელი. თუ კოალიციის პარტნიორები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ პოლიტიკურმა ერთობამ ამოწურა თავისი თავი, ჩვენ ვიქნებით ბოლო, ვინც კოალიციას დატოვებს... კოალიცია, ეს არის ინსტრუმენტი და არა ამოცანა. კოალიცია საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთ მართო. ამიტომ, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები გვთავაზობდნენ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას და მთავარმა კოლეგამ ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა კოალიციის შექმნა თავის დროზე კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ჩვენ კოლეგებს ვთავაზობთ ასეთ რამეს, რომ კარგად გავიაზროთ, რა ამოცანები აქვს კოალიციას დარჩენილი ორი წლის განმავლობაში.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები