ქართული ოცნების დაპირებები

პრემიერი: დამისახელეთ ერთი დანაპირი, რომელიც არ შევასრულეთ

დამისახელეთ ერთი დანაპირი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან რთული პერიოდი. ერთია, რა რეალობა არის წარმოჩენილი ტელევიზიებში და მეორე არის რეალობა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. პირველი წელი იყო ძალიან რთული წელი, ეს იყო კოაბიტაციის ავადსახსენებელი პერიოდი. ყველაფრის კეთება გვიწევდა პარალელურ რეჟიმში, იქნებოდა ეს რეფორმები, პროექტები თუ ა.შ, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი გუნდი საბოტაჟს უწევდა, პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა ჩვენი ხელისუფლების და ხალხის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად ჩვენი მიღწევები არის ძალიან შთამბეჭდავი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა გადაცემა რეაქციაში და იგულისხმა დანაპირები.

კომენტარები