თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია: აქვს თუ არა საქმეს პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას ამ [თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების] საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. ამიტომ იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა ზიანი.. მოხდეს უმაღლეს დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, ასევე პრემიერმინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ.

განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უწყების მაღალჩინოსნების დაკავებაზე.

კომენტარები