ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: პრემიერს შეეშალა და მისი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელი იყო

პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება. ძალიან მაგარი პრაქტიკოსი. არის გამოუცდელი, რა თქმა უნდა, თუ გინდ ეს განცხადებები რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე მიუღებელი იყო აბსოლუტურად და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აქ აჩვენა, რომ პოლიტიკურად ნაკლები პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა, მაგრამ არის ძალიან გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული, 24 საათს მუშაობს პირდაპირი მნიშნველობით. მეც ვუწუნებ პრემიერს პოლიტიკურ სიმწიფეს. ასეთი ტონით შენს ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო და საერთოდ, არაერთხელ მირჩევია ირაკლისთვის, ეს ახალგაზრდობით მოუვიდა. 

განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

კომენტარები