კრიზისი კოალიციაში

ფანჯიკიძე: პრემიერს უნდა აეღო პასუხისმგებლობა თავის თავზე და გადამდგარიყო

ის კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე, სხვას უნდა აეღო, პრემიერმინისტრი უნდა გადამდგარიყო, რადგან მან აბსოლუტურად არაჯანსაღი გარემო შექმნა იქ, სადაც მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკის კეთება. ვეჭვობ, მოლაპარაკებები იყო და რაღაცები დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა. ეს ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი და ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო ისიც, რაც მე, ალექსი პეტრიაშვილმა და დავით ზალკალიანმა გავაკეთეთ.

განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იმედის ეთერში.

კომენტარები