კრიზისი კოალიციაში

ფანჯიკიძე ალასანიას შესაძლო დაკავებაზე: ამის საფრთხე დავინახე

ღმერთმა ნუ მომასწროს ასეთ რამეს, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის, თუკი იმ გეგმაში, ფინალად ირაკლი ალასანიას დაკავებაა მოაზრებული. ამის საფრთხე დავინახე. ეს სიურპრიზების გამოცხადება ცალკე თემა უნდა გახდეს, იმიტომ რომ ფრაზა - კიდევ ბევრი რამე გაგაოცებს, მე პრემიერმინისტრისგანაც მოვისმინე, მაშინ, როდესაც საკითხი ასეთი გამწვავებული არ იყო. ვფიქრობ, ამ დრამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინალი, მაგრამ ირაკლის ამის არ ეშინია და არც მე. თუ უნდათ, მეც დამიჭირონ.

განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას დააკავებენ.

კომენტარები